ბინის ყიდვა განვადებით ყოველთვის მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ნაბიჯია, რომელიც სწორ ფინანსურ დაგეგმვასა და სანდო პარტნიორის შერჩევას მოითხოვს. თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება იმ შესაძლებლობით, რომ ბინა განვადებით, მშენებლობის ეტაპზე შეიძინოს. ეს მიდგომა მათ საშუალებას აძლევს, ისარგებლონ უპროცენტო პირობებით და თავიდან აიცილონ როგორც რთული საბანკო პროცედურები, ისე ზედმეტი ფინანსური ტვირთი.
„ქრონომეტრი’’ - ბიზნესკლასის საცხოვრებელი კომპლექსი ლისის ტბასთან, სწორედ ასეთ ალტერნატივას გთავაზობთ. აქ თავისუფლად შესაძლებელია ბინის ყიდვა განვადებით, გამჭვირვალე და მარტივი პირობებით, ისე რომ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები სრულად გათვალისწინებული იყოს.
მშენებარე ბინები განვადებით თბილისში - ,,ქრონომეტრის’’ პირობები
როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მშენებარე ბინების შეძენა ბოლო წლებში სტანდარტული პრაქტიკა გახდა. ამის მთავარი მიზეზი ფინანსური ხელმისაწვდომობაა. მშენებლობის ეტაპზე ბინის ფასი საშუალოდ 15-20%-ით დაბალია დასრულებულ ობიექტთან შედარებით. ეს ნიშნავს, რომ იმავე ბიუჯეტით შეგიძლიათ შეიძინოთ ბინები ლისზე, ან ნებისმიერ სხვა უბანში, უფრო დიდი ფართითა და უკეთესი კონფიგურაციით.
მეორე მნიშვნელოვანი ასპექტია ინვესტიციის პოტენციალი. მშენებლობის დასრულების შემდეგ ბინის საბაზრო ღირებულება მატულობს. განსაკუთრებით სწრაფად იზრდება ფასები იმ რაიონებში, სადაც ინფრასტრუქტურა აქტიურად ვითარდება - ანუ, ყიდულობთ დღევანდელ ფასად და ფლობთ ხვალინდელი ღირებულების აქტივს.
სწორედ ამ საინვესტიციო პერსპექტივასა და მოქნილ პირობებს აერთიანებს „ქრონომეტრი’’, რომელიც მათ, ვისაც სურს, შეიძინოს მშენებარე ბინები თბილისში, ერთ-ერთ ყველაზე მარტივ და გამჭვირვალე სისტემას სთავაზობს. ჩვენთან შიდა განვადება ნიშნავს იმას, რომ ხელშეკრულებას პირდაპირ კომპანიასთან აფორმებთ და გადახდის ვადებს თქვენი ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით აწესებთ.
ვისთვის არის იდეალური ,,ქრონომეტრის’’ მშენებარე ბინები განვადებით?
,,ქრონომეტრის’’ შიდა განვადების სისტემა განსაკუთრებით ხელსაყრელია ახალგაზრდა ოჯახებისთვის, რომლებიც პირველად გეგმავენ საკუთარი ბინის შეძენას. როდესაც ერთიანად დიდი თანხა არ გაქვთ, მაგრამ გაქვთ სტაბილური შემოსავალი, შიდა განვადება რეალურ შესაძლებლობას გთავაზობთ. ყოველთვიურად, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით, გადაიხდით თანხას, რომელიც ქირის ნაცვლად საკუთარი ბინის შეძენას მოხმარდება.
ეს მოდელი იდეალურია მათთვისაც, ვისაც უკვე აქვს გარკვეული დანაზოგი, მაგალითად, 5-7 ათასი დოლარი, თუმცა ბინის სრული ღირებულება ჯერ არ შეუგროვებია. ასეთ შემთხვევაში ,,ქრონომეტრის’’ მოქნილი სისტემა გაძლევთ საშუალებას, დღესვე გახდეთ ბიზნესკლასის ბინის მფლობელი და დარჩენილი თანხა ეტაპობრივად დაფაროთ. ბანკის სესხთან შედარებით ეს გზა გაცილებით მარტივი და ნაკლებად დამღლელია.
ინვესტორებისთვის კი ,,ქრონომეტრი’’ განსაკუთრებულ შესაძლებლობას წარმოადგენს. ლისის ტბის უბანი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ზონაა: აქ მუდმივად ვითარდება ინფრასტრუქტურა, შენდება ახალი გზები და იზრდება მოთხოვნა საცხოვრებელ სივრცეებზე. შესაბამისად, მათთვის ბინა ლისის ტბასთან არის სანდო აქტივი, რომლის ღირებულებაც დროთა განმავლობაში მოიმატებს და რომელიც საჭიროების შემთხვევაში ადვილად გაქირავდება.
,,ქრონომეტრის’’ ახალი ბინები თბილისში - ფასებისა და გადახდის პირობების კონკრეტული მაგალითები

როგორ შევარჩიოთ და შევიძინოთ ბინები ლისზე „ქრონომეტრის’’ პროექტში?
ბინის შერჩევა ,,ქრონომეტრში’’ საკმაოდ მარტივია: პროცესი იწყება ონლაინ რეჟიმში, Chronometri.ge-ზე, სადაც თითოეული აპარტამენტის შესახებ დეტალური ინფორმაციაა განთავსებული. აქ შეგიძლიათ ზუსტად ნახოთ, რომელ სართულზეა ბინა, როგორია მისი გეგმარება, რა ფართობისაა საცხოვრებელი სივრცე და რა ფასი აქვს მას.
მას შემდეგ, რაც თქვენთვის სასურველ ვარიანტს შეარჩევთ, „ქრონომეტრის’’ გაყიდვების გუნდი ინდივიდუალურად განიხილავს თქვენს შემთხვევას და დაგეხმარებათ გადახდის ოპტიმალური გრაფიკის შედგენაში. საბოლოო ეტაპი კი ხელშეკრულების ოფიციალური გაფორმებაა. ეს არის იურიდიულად სრულყოფილი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ყველა მნიშვნელოვან დეტალს: ბინის ზუსტ მისამართსა და ფართობს, საკადასტრო კოდს, საერთო ფასს, გადახდის დეტალურ გრაფიკს და მშენებლობის დასრულების ვადას. აღნიშნული დოკუმენტი მაქსიმალურად იცავს როგორც მყიდველის, ისე კომპანიის ინტერესებს და გიქმნით სრული უსაფრთხოების გარანტიას.
ხელშეკრულება და იურიდიული უსაფრთხოება
„ქრონომეტრში’’ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პროცესის იურიდიულ გამჭვირვალობას. ბანკის სესხთან შედარებით, შიდა განვადება გაცილებით მარტივი და ნაკლებად დამღლელი პროცესია. აქ თქვენ არ გჭირდებათ შემოსავლების დამამტკიცებელი დოკუმენტაციის წარდგენა, თავდები პირების მოძიება ან ბანკის მიერ დაწესებული მაღალი საპროცენტო განაკვეთების გადახდა.
ეს მოდელი საშუალებას გაძლევთ, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე, პირდაპირ დეველოპერთან შეათანხმოთ თქვენზე მორგებული პირობები. ახალგაზრდა ოჯახებისთვის, რომლებსაც აქვთ სტაბილური შემოსავალი, მაგრამ არ სურთ საბანკო ვალდებულებების აღება, შიდა განვადება საუკეთესო ალტერნატივაა.
უმაღლესი სტანდარტები და მშენებლობის დინამიკა
„ქრონომეტრის’’ საცხოვრებელი კომპლექსი სამშენებლო სტანდარტების სრული დაცვით შენდება. პროექტის განხორციელება 2024 წლის ოქტომბერში დაიწყო და მას შემდეგ სამუშაოები წინასწარ გაწერილი გრაფიკის მიხედვით, ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ამასთან, მშენებლობის თითოეული ეტაპი მკაცრად კონტროლდება, რაც შენობის კონსტრუქციულ სიმტკიცესა და ენერგოეფექტურობას უზრუნველყოფს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტის მშენებლობა 2027 წლის ივნისში სრულდება. ვადების ასეთი სიზუსტე კი მომხმარებელს აძლევს საშუალებას, მშვიდად ადევნოს თვალი საკუთარი სახლის შენების პროცესს და დანამდვილებით იცოდეს, როდის შეძლებს ახალ აპარტამენტში ახალი ცხოვრების დაწყებას.
სამშენებლო კომპანიის გამოცდილება
„ქრონომეტრის’’ მმართველ გუნდს სამშენებლო სექტორში დაგროვილი 20-წლიანი მყარი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. ჩვენი გუნდის მიერ, ქვეყნის მასშტაბით, უკვე 600-ზე მეტი პროექტი განხორციელდა, წამყვანი სამშენებლო კომპანია „დაგის’’ სახელით, რომლის მრავალწლიანი პრაქტიკა, პროფესიონალიზმი და ხარისხისადმი ერთგულებაც იმის დასტურია, რომ „ქრონომეტრი’’ უძრავი ქონების ბაზარზე უმაღლესი სტანდარტების მქონე პროექტით შემოდის.
კომპანიის მთავარი მისიაა, შექმნას გარემო, რომელიც ადამიანებსა და ბიზნესს თანამედროვე ცხოვრების სწრაფ დინამიკასთან ადაპტაციაში დაეხმარება. ხარისხისადმი ასეთი მკაცრი მიდგომა კი ვრცელდება პროექტის ყველა ნაწილზე - საძირკვლიდან მოსაპირკეთებელ მასალებამდე, რაც „ქრონომეტრს’’ თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და საიმედო პროექტად აქცევს.
ბინა ლისის ტბასთან - რა უპირატესობები აქვს ამ ტერიტორიას?
როგორც აღვნიშნეთ, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია დღეს თბილისში ერთ-ერთ ყველაზე განვითარებად ზონად მიიჩნევა. აქ აქტიურად შენდება ახალი კომერციული თუ საცხოვრებელი ობიექტები და მუდმივად ფართოვდება თანამედროვე ინფრასტრუქტურა.
მნიშვნელოვანია ამ ლოკაციის საინვესტიციო პოტენციალიც. ახალი გზები, სავაჭრო და საგანმანათლებლო დაწესებულებების სიახლოვე პირდაპირპროპორციულად ზრდის ბინის საბაზრო ღირებულებას.
აქედან გამომდინარე, „ქრონომეტრის’’ პროექტში ინვესტირება ნიშნავს იმას, რომ თქვენ ფლობთ აქტივს ისეთ უბანში, რომლის პრესტიჟულობაც ყოველწლიურად იზრდება, რაც თავის მხრივ, ცხადია, იმის გარანტიასაც გაძლევთ, რომ თქვენი ქონების ფასი მომავალში კიდევ უფრო მაღალი იქნება.
პრაქტიკული რჩევები პოტენციური მყიდველებისთვის
ბინის არჩევა - ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის სწორი ბინის შერჩევა. ნუ იჩქარებთ, გადახედეთ რამდენიმე ვარიანტს Chronometri.ge-ზე და შეადარეთ დეტალები. გაითვალისწინეთ არა მხოლოდ ფასი, არამედ სართული, განლაგება და ფართობი. სასურველია პირადად ეწვიოთ სამშენებლო ობიექტს, რათა უკეთ წარმოიდგინოთ მომავალი გარემო და საკუთრი თვალით ნახოთ, რამდენად მაღალი ხარისხით მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები.
ფინანსური დაგეგმვა - ბინის შეძენა დაკავშირებულია გრძელვადიან ფინანსურ ვალდებულებასთან, ამიტომ მნიშვნელოვანია წინასწარ გააანალიზოთ თქვენი შემოსავალი და დარწმუნდეთ, რომ გადახდის გრაფიკის დაცვას შეძლებთ. საუკეთესო გამოსავალია კონსულტაცია ,,ქრონომეტრის’’ გაყიდვების მენეჯერთან - ის დაგეხმარებათ თქვენთვის ოპტიმალური სქემის შერჩევაში და უპასუხებს თქვენს ყველა კითხვას. გახსოვდეთ: უკეთესია ყველაფერი წინასწარ გაარკვიოთ, ვიდრე პროცესში გაუთვალისწინებელ სირთულეებს წააწყდეთ.
ინფრასტრუქტურა და ცხოვრების ხარისხი - გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღება მიაქციეთ იმ გარემოს, სადაც ყოველდღიურობის გატარება მოგიწევთ. ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია იდეალურ ბალანსს ქმნის აქტიურ ურბანულ ცხოვრებასა და ბუნებასთან სიახლოვეს შორის. სარეკრეაციო ზონების, თანამედროვე სკოლებისა და სავაჭრო ობიექტების ხელმისაწვდომობა პირდაპირ აისახება თქვენს ყოველდღიურ კომფორტზე.
საბოლოო ნაბიჯი თქვენი ახალი ბინისკენ
,,ქრონომეტრის’’ შიდა განვადება რეალური შესაძლებლობაა, რომ ბიზნესკლასის ბინის მფლობელი გახდეთ. გადახდის მოქნილი პირობები, გამჭვირვალე პროცესი, სანდო დეველოპერული კომპანია და პრესტიჟული ლოკაცია - ყველაფერი ეს ერთად ქმნის იდეალურ კომბინაციას მათთვის, ვინც საკუთარი ბინის შეძენას გონივრულად გეგმავს.
ამიტომ, თუ გსურთ იყიდოთ მშენებარე ბინები განვადებით თბილისში, ,,ქრონომეტრი’’ ხარისხისა და კომფორტის იდეალურ კომბინაციას გთავაზობთ.