მშენებარე ბინები ემიგრანტებისთვის ლისზე

მშენებარე ბინები ემიგრანტებისთვის - სპეციალური შეთავაზება „ქრონომეტრისგან’’

18 თებერვალი, 2026

მშენებარე ბინები ემიგრანტებისთვის, ლისის ტბასთან, სტაბილური მომავლის შექმნის საუკეთესო გზაა. „ქრონომეტრის’’ შეთავაზება გულისხმობს უძრავი ქონების დისტანციურად შეძენას, შიდა განვადების მოქნილი პირობებითა და გადახდის ინდივიდუალური გრაფიკით. 2027 წლის ივნისში ჩასაბარებელი პროექტი სრულად გამორიცხავს ბიუროკრატიულ ბარიერებს, რაც საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, ზედმეტი ფინანსური წნეხის გარეშე ჩადონ ინვესტიცია მზარდი ღირებულების მქონე აქტივში.

ამ შესაძლებლობის ფონზე, ბუნებრივია, ჩნდება მთავარი კითხვა, რომელიც ქვეყნიდან შორს ყოფნისას ადამიანთა უმეტესობას აწუხებს: რა ტიპის უძრავ ქონებაშია ყველაზე უსაფრთხო კაპიტალის დაბანდება? გამოცდილება აჩვენებს, რომ ქვეყნიდან შორს ყოფნისას სტაბილურობის საუკეთესო გარანტია ბიზნესკლასის საცხოვრებელი კომპლექსია. სწორედ ამ სეგმენტში დაბანდებული თანხაა დაზღვეული გაუფასურებისგან, თუმცა მანძილი, ინფორმაციის ნაკლებობა და ბიუროკრატიული ბარიერები ხშირად ამ პროცესსაც აფერხებს.

 

,,ქრონომეტრის’’ გამჭვირვალე მიდგომა

„ქრონომეტრის’’ გუნდს ლისის პროექტზე მუშაობისას ეს ფაქტორები მხედველობიდან არ გამოჰპარვია. საზღვარგარეთიდან ინვესტირება განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს, სადაც მთავარი პროცესის სიმარტივე და ნდობაა. სწორედ ამიტომ, მშენებარე ბინები ემიგრანტებისთვის ,,ქრონომეტრში” იყიდება ისეთი პირობებით, რომლებიც ფიზიკური დასწრების გარეშეც სრულფასოვან კონტროლს გულისხმობს - ეს იმ გაურკვევლობის მინიმუმამდე დაყვანას ნიშნავს, რომელიც სხვა ქვეყნიდან უძრავი ქონების შეძენას  თითქმის ყოველთვის ახლავს თან.

 

რატომ არის უძრავი ქონება საქართველოში ემიგრანტისთვის ყველაზე მყარი აქტივი?

ემიგრაციაში ყოფნისას ფინანსური რესურსის სწორად განაწილება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. უძრავი ქონება კი, როგორც დასაწყისშიც აღვნიშნეთ, თავისუფლად შეიძლება განვიხილოთ ისეთ აქტივად, რომელიც დაგროვილ თანხას მყარ, მატერიალურ საკუთრებად აქცევს და მას გაუფასურებისგან იცავს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოში უძრავი ქონების ფასი დოლარზეა მიბმული - ეს ემიგრაციაში მყოფი პირებისთვის დამატებითი გარანტიაა, რადგან ინვესტიცია სრულად არის დაზღვეული ადგილობრივი ვალუტის მერყეობისგან. ეს უპირატესობა კიდევ უფრო ხელშესახები ხდება „ქრონომეტრის’’ სპეციალური პირობების ფარგლებში. კერძოდ, მშენებარე ბინები ემიგრანტებისთვის ეტაპობრივი გადახდის ინდივიდუალურ სისტემას მოიაზრებს,  რაც საშუალებას გაძლევთ, შექმნათ კაპიტალი, რომლის საბაზრო ფასიც დროთა განმავლობაში მხოლოდ გაიზრდება.

ამ ფინანსურ სიმყარეს კიდევ უფრო აძლიერებს ლოკაციის ფაქტორიც - ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და სწრაფად განვითარებადი ზონაა. აქ მიწის რესურსი შეზღუდულია, რაც იმის გარანტიაა, რომ მოთხოვნა საცხოვრებელ ფართებზე მუდმივად მაღალი იქნება, ქონების ღირებულება კი - მზარდი. მშენებარე ბინები ემიგრანტებისთვის ამ უბანში ნამდვილად სტრატეგიული არჩევანია, რადგან ლისის რეკრეაციული ზონა და განვითარებული ინფრასტრუქტურა თქვენს აქტივს მაღალ ლიკვიდურობას სძენს.

 

როგორ ვიყიდოთ ბინა საქართველოში ჩამოსვლის გარეშე?

„ქრონომეტრში’’ უძრავი ქონების შეძენის პროცესი ისეა აწყობილი, რომ საქართველოში ჩამოსვლა აუცილებელი აღარ არის - ბინის შერჩევიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე ყველა ეტაპი ონლაინრეჟიმში იმართება. შესაბამისად, მშენებარე ბინები ემიგრანტებისთვის ფორმდება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ზედმეტი საბუთებისა და ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე.

მშენებლობის დისტანციურად გასაკონტროლებლად, ჩვენი გუნდი პერიოდულად გაწვდით ფოტო და ვიდეო მასალას. შესაბამისად, თქვენ არ გჭირდებათ ადგილზე ყოფნა სამუშაოების ხარისხის შესამოწმებლად - ციფრული კომუნიკაციით თვალს ადევნებთ პროექტის თითოეულ ფაზას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბინები ემიგრანტებისთვის ,,ქრონომეტრში’’ სრული იურიდიული მხარდაჭერით იყიდება, რაც ასევე საშუალებას გაძლევთ, სამუშაო გრაფიკისა თუ პირადი გეგმების შეუცვლელად გახდეთ სამშობლოში უძრავი ქონების მფლობელი.

 

გადახდის გრაფიკი, რომელიც თქვენს გეგმებს ერგება

ბანკებისგან განსხვავებით, სადაც მკაცრი რეგულაციები და შემოსავლების მუდმივი დასტურია საჭირო, „ქრონომეტრის’’ შიდა განვადების სისტემა ბევრად უფრო მოქნილ მიდგომას ეფუძნება. აქ მთავარი ამოსავალი წერტილი თქვენი ინდივიდუალური შესაძლებლობებია. ეს ნიშნავს, რომ მშენებარე ბინები ემიგრანტებისთვის აღარ ასოცირდება რთულ იპოთეკურ ვალდებულებებთან, თქვენ თავად ირჩევთ შესატანი თანხის რაოდენობასა და გადახდის სიხშირეს, ყოველგვარი შუამავლებისა და ზედმეტი პროცენტების გარეშე.

ეს მიდგომა საშუალებას გაძლევთ, ფინანსური რესურსი ისე გადაანაწილოთ, რომ ქვეყნიდან შორს ყოფნისას არ შეიზღუდოთ ყოველდღიური საჭიროებები. მეტიც, ინდივიდუალური პირობები განსაკუთრებით მოსახერხებელია მაშინ, როცა თქვენი შემოსავალი თვიდან თვემდე ფიქსირებული არ არის. მოქნილი სისტემა საშუალებას გაძლევთ, თანხა თქვენთვის კომფორტული ტემპით შეიტანოთ და არ იყოთ დამოკიდებული სტანდარტულ გრაფიკზე.

ამ მოდელის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა სიცხადეა - ზუსტად იცით, რა ეტაპზე რა ნაწილი გაქვთ დარჩენილი ბინის ღირებულების სრულად დასაფარად. პროცესის ასეთი გამჭვირვალობა გათავისუფლებთ ზედმეტი გაურკვევლობისგან - თქვენ მშვიდად აკონტროლებთ შენაძენს და იცით, რომ გადახდის პირობები თავიდან ბოლომდე თქვენზეა მორგებული.

 

ცხოვრების ხარისხი, რომელიც სამშობლოში დაბრუნებას გაგიმარტივებთ

ემიგრაციაში ყოფნისას ადამიანები ეჩვევიან წესრიგს, სიმშვიდეს და იმ სერვისებს, რომლებიც ყოველდღიურობას ამსუბუქებს. „ქრონომეტრის’’ პროექტი ლისზე სწორედ ამ გამოცდილებას ეყრდნობა - აქ ის ევროპული სტანდარტები გხვდებათ, რომლებიც საზღვარგარეთ ყოველდღიურობის ნაწილია. კომპლექსის ინფრასტრუქტურა კი საშუალებას გაძლევთ, სახლიდან გაუსვლელად ისარგებლოთ იმ ყველაფრით, რაც სრულფასოვანი დასვენებისა თუ მუშაობისთვის გჭირდებათ.

საკუთარი სპა ზონა, ფიტნესდარბაზი და იზოლირებული ბიზნესცენტრი სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ საქართველოში დაბრუნებისას ცხოვრების ნაცნობი სტილი და კომფორტი იგრძნოთ. ლისის სუფთა ჰაერი და მოწესრიგებული ეზო კი სიმშვიდის იმ ხარისხს გთავაზობთ, რომელიც თბილისის სხვა უბნებში დღეს საკმაოდ რთულად საპოვნელია.

 

ვინ იზრუნებს თქვენს უძრავ ქონებაზე მუდმივად?

სხვა ქვეყანაში ყოფნისას რთულია იმის კონტროლი, თუ როგორ ნარჩუნდება საცხოვრებელი კომპლექსის ხარისხი და საერთო წესრიგი. ამ საზრუნავს „ქრონომეტრი’’ კომპანია „ბენე კომფორტთან’’ თანამშრომლობით აგვარებს, რომელიც შენობის მოვლა-პატრონობასა და ინფრასტრუქტურის გამართულობაზეა პასუხისმგებელი - ეს კი იმის გარანტიაა, რომ მოუწესრიგებელი სადარბაზოს თუ გაუმართავი ლიფტის პრობლემა არასდროს შეგაწუხებთ. 

უფრო კონკრეტულად, ეს პარტნიორობა მფლობელისთვის რამდენიმე ფუნდამენტურ წინაპირობას ქმნის:

საერთო სივრცეების მენეჯმენტი და ქონების საბაზრო ფასის შენარჩუნება: როცა კომპლექსის იერსახეზე პროფესიონალთა გუნდი ზრუნავს, საცხოვრებელი ყოველთვის ინარჩუნებს იმ მთავარ მახასიათებელს, რაც საწყის ეტაპზე მყიდველისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იყო. ამასთან, შენობის ფასადის, სადარბაზოებისა და საერთო სივრცეების მუდმივი მონიტორინგი უზრუნველყოფს იმას, რომ კომპლექსი ათწლეულების შემდეგაც ახალაშენებულივით გამოიყურებოდეს, რაც, ცხადია, სამომავლოდ ღირებულებაზეც პირდაპირ აისახება.

ტექნიკური უსაფრთხოება და პრევენცია:ბენე კომფორტი’’ პასუხისმგებელია საინჟინრო სისტემების, ლიფტებისა და სახანძრო უსაფრთხოების გამართულობაზე. პრევენციული სერვისი გამორიცხავს გაუთვალისწინებელ დაზიანებებსა და დამატებით ხარჯებს.

 

შექმენით თქვენი მომავალი „ქრონომეტრთან’’ ერთად

2027 წლის ივნისი პროექტის დასრულების ოფიციალური თარიღია. ,,ქრონომეტრისთვის’’ ეს ვადები პრინციპული სახელშეკრულებო ვალდებულებაა.

ჩვენი მიზანია, მშენებლობის დასრულებისას დაგხვდეთ ზუსტად ისეთი საცხოვრებელი გარემო, რომელიც თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყოველთვის წარმოგედგინათ.

ნუ გადადებთ ინვესტიციას მომავლისთვის. დაგვიკავშირდით დღესვე და დაჯავშნეთ ვიდეოტური მშენებლობის ლოკაციაზე.


 

სხვა ბლოგი